თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში, იმ მოქალაქეთა მიღება გრძელდება, რომლებიც კომისიას სოციალურ ქსელ „Facebook“-ში არსებული ოფიციალური გვერდის „Tedo Kobakhidze Official”–ის საშუალებით უკავშირდებიან.
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომისიაში, მორიგი მიღება გაიმართა. მოქალაქეები ტრადიციისამებრ კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ მიიღო და მათთვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა.
დღევადელ შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა, მოქალაქეების შრომითი კანონიერი უფლებების დარღვევის ფაქტები იყო. თედო კობახიძემ დაზარალებულთაგან თითოეული ფაქტის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა.
შეხვედრის დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის საფუძვლიანად შეისწავლის მოქალაქეთა მიერ კომისიისათვის მიწოდებულ მასალებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად დაეხმარება მათ.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდი „Tedo Kobakhidze Official” უკვე რამდენიმე თვეა არსებობს და მისი საშუალებით მოქალაქეები საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მათთვის საინტერესო საკითხებზე უკავშირდებიან.
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში დახმარება უკვე რამდენიმე ათეულ მოქალაქეს გაეწია. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.