თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამედიცინო პროდუქტის ქართულ ენაზე დართული ანოტაციით რეალიზაციის სამართლებრივი რეგულაციის შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის ინიციატივით გაიმართა და მას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთიანობა საზოგადოების განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი თინათინ ტურძელაძე, პროექტის ფარგლებში სოროსის ფონდის დაინტერესებული პირი თიკო ცომაია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჯანმრთელი სამყარო“ წარმომადგენელი ზურაბ ფუტკარაძე და ,,ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ესწრებოდნენ. მედიკამენტების ქართულ ენაზე ანოტაციით რეალიზებასთან დაკავშირებით, მხარეებმა საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
ასევე საუბარი შეეხო კანონპროექტის ფორმულირებას. როგორც თედო კობახიძემ აღნიშნა, პრობლემა მხოლოდ ანოტაციის დონეზე არ დგას, რადგან კანონმდებლობის საკითხში საქართველოში მთელი რიგი საკითხებია გამოსასწორებელი. მისივე თქმით, ანალოგიური შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და საბოლოო ჯამში შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებული იქნება საქართველოს მოქალაქეებზე.
,,როდესაც ,,ქართული ოცნების’’ გუნდი მოდიოდა სათავეში, მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ჩვენ ვიქნებოდით სწორედ ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევებს ჩვენს თავზე ვიღებთ და შესაბამისად შევასრულებთ “,- განაცხადა თედო კობახიძემ.
კანონპროეტქის საბოლოო, შეჯამებული ვერსია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024