საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრის თემურ გორგაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამო უფლებამოსილება უჩერდება და ამ გადაწყვეტილებას საკრებულო ცნობად იღებს.
კომისიის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დაფუძნების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტს. საკითხი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა წარადგინა. სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა ბიბლიოთეკებში არსებულ მდგომარეობაზე განმარტება გააკეთა. მან განაცხადა, რომ მიმდინარეობს კვლევა და მაისისთვის გადაწყდება, რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება თბილისში.
კომისიის სხდომაზე „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცებასაც დაუჭირეს მხარი. განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის და ავტომატიზირებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის შემუშავებისთვის გრანტის ხელშეკრულების გაფორმებას.
თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხი იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ეს რედაქციული ხასიათის ცვლილებაა. კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის გარკვეული ფუნქციები ურბანული განვითარების სამსახურში გადავიდა.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისში მდებარე რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხს.
სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს კონგრესზე ლევან ჟორჟოლიანმა სლოვაკეთში ევროპული ქარტიის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 26,2023ლევან ჟორჟოლიანი: „საქართველოს აქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეს ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად“
ოქტომბერი 25,2023იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 20,2023