14 მარტი 2017 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ხმაურთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის საკანონმდებლო წინადადებას იხილავდა, მუშაობა დაასრულა.
სამუშაო პროცესში, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას, ასევე ამავე კომიტეტის წევრებისა და მაჟორიტარების -ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ოდიშარიას აქტიური მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, მონაწილეობა საკანონმდებლო წინადადების ავტორმა, ასევე დედაქალაქის მოსახლეობამ, ბიზნესომბუდსმენმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მიიღეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიცირებას უახლოეს დღეებში გააკეთებს, რის შემდეგაც კანონპროექტმა შესაბამისი საკომიტეტო განხილვები და შემდგომ პლენალური მოსმენები უნდა გაიაროს.
კანონის ამოქმედება მისი მიღების შემთხვევაში, 2017 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.