საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თევდორე კობახიძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი ხდება მხარი დაუჭირა.
აღნიშნული განხილვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და ხმაურის შემთხვევაში ფიზიკური პირის 150, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.
საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი თევდორე კობახიძე იმედოვნებს, რომ პროექტი კანონის სახეს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს და 1-ლი სექტემბრიდან უკვე ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება.
"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ხმაურთან დაკავშირებულ ჩემს პროექტზე იმსჯელა. პარლამენტში ამ კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იქნება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ საკითხს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით, ხმაური ხდება დასჯადი როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. შემოდის სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი შენიშვნა რაც დეპუტატებს ჰქონდათ, პირველ ჯერზე გაფრთხილებას ეხებოდა, მას დავეთანხმე. იმედია საგაზაფხულო სესიაზე ეს ყველაფერი კანონის სახით იქნება წარმოდგენილი და პირველი სექტემბრიდან ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება", - განაცხადა თედო კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იქნება, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობაც ექნება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024