თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარაში წარადგინა.
სერგო ბირკაძემ თბილისის საკრებულოს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და ერთობლივად გაწეული საქმიანობისთვი და იმ ძირითადად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც საქალაქო სამსახური მუშაობს. ესენია: სამართლებრივი, სასამართლოებთან ურთიერთობის, ადმინისტრაციული დავების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართულებები.
როგორც საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ერთი წლის განმავლობაში 2200 სამართლებრივ აქტს ჩაუტარდა ექსპერტიზა, ასევე სამსახურმა დაამუშავა მერის 500-მდე ბრძანებულება, საკრებულოს დადგენილებების 100-მდე პროექტი და საქართველოს მთავრობის განკარგულებები.
სერგო ბირკაძემ მნიშვნელოვან პროექტებსა და თემებზე გაამახვილა ყურადღება. მან დეტალურად ისაუბრა სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებზე, სითი-პარკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე, რომელშიც იურიდიული სამსახური აქტიურად იყო ჩართული. სერგო ბირკაძის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში გაფორმდა საგრანტო და სასესხო ხელშეკრულებები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან. მისივე თქმით, გაზგასასმელია ზონალური პარკინგის თემა და საათობრივი გადახდის სისტემაზე გადასვლა, დაუკანონებელი ქონების დაკანონება და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა საკითხი.
საქალაქო სამსახურის უფროსმა ვრცლად ისაუბრა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მუშაობაზე, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ინვენტარიზაციაზე და განაცხადების განხილვის სტატისტიკაზე.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სერგო ბირკაძეს შესრულებული სამუშაოსთვის და წარდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომისიის წევრებმა საქალაქო სამსახურის მუშაობის გაუმჯობესებისთვის საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.