თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ წარუდგინა.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ მიმართა და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა ვადაზე ადრე მოითხოვა.
საკითხი დღის წესრიგში კობა კობალაძის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნის გამო დადგა.
კომისიის წევრებმა კობა კობალაძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი ერთხმად დაუჭირეს და ახალ სამსახურში წარმატებები უსურვეს.