თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.
საკითხები სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ - თევდორე კობახიძემ წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების საკითხები.
გარდა ამისა, სხდომაზე ასევე იმსჯელეს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების ცვლილებების, ინტეგრირებული სპორტული ცენტრის შექმნისა და საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობების დამტკიცების საკითხებზეც.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.