თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა, სამი საკითხი მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარმოადგინა. საკითხები ორი კომპანის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებასა და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას ეხებოდა. აღნიშნული საკითხების ირგვლივ იურიდიული კომისიის წევრებმა ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გამოთქვეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცვლილების შესახებაც იმსჯელეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.