15 სექტემბერი 2017 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N33-92 დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე, დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას დეპუტატებთან ერთად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსი მარიამ ჩივაძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.