თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავჯმდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს.
საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.
კომისიის წევრებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტის თაობაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივას. დღესვე კომისიის სხდომაზე „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის შესახებ იმსჯელეს და საკითხს უახლოეს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია გაუწიეს.
იურიდულ საკითხთა კომისიის სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის იურისტს მარიამ ჩივაძეს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს განსახილველად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N33-92 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა.
დღესვე სხდომაზე თანხმობა მიეცა თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ან პრივატიზების ფორმით გადაცემის საკითხებს, რომელიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარმოადგინა.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024