თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „სსიპ ქალაქ თბილისის N 150 საჯარო სკოლისთვის ალექსანდრე ცინცაძის სახელის მინიჭების საკითხს.
დღესვე კომისიის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით თანხმობა მიეცა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის #33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ცვლილების თანახმად, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის კრიტერიუმების კორექტირება მოხდა.
კომისიის გადაწყვეტილებით შემდგომ სხდომაზე განხილვის მიზნით გადაიდო ქართველ ხელოვანთათვის ვარსკვლავის მინიჭებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციის საკითხი. ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა რამდენიმე უძრავ ქონებაზე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხებსაც.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024