თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე თანხმობა მიეცა საკითხს, რომლის თანახმადაც ფრაქციას „თბილისი“ სახელწოდება შეეცვალა და „მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისი“ დაერქვა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილებებზეც იმსჯელეს. კერძოდ, საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის შემადგენლობიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში გადაინაცვლა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიცირებულ საკითხებსაც, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შესატან ცვლილებას, ასევე ზვიად ნაზღაიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობას გულისხმობს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს და დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
დეპუტატებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესში შესატან ცვლილებებს და თბილისის N9 საჯარო სკოლისათვის ნოდარ ახალკაცის სახელის მინიჭების საკითხს.
სხდომაზე აგრეთვე თახნმობა მიეცა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესებში, ასევე თბილისის მერიის სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნებისა და მის წესდებაში შესატან ცვლილებებს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024