თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავჯმდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრების - სევდია უგრეხელიძისა და მარინა დათუკიშვილის, ასევე საკრებულოს წევრის თამაზ შოშიაშვილის ფრაქციებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა - თბილისი“ გასვლის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და ამასთანავე, ფრაქციების- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა - თბილისი“ გაუქმებასა და ფრაქციების -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თბილისი“ შექმნას დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული საკითხის განხილვის აუცილებლობა დღის წესრიგში საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ორ გუნდად ჩამოყალიბების შედეგად დადგა.
კომისიის წევრებმა ასევე დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის საკითხსაც.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საკრებულოს წევრი მარინა დათუკიშვილი ტოვებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიებს და ხდება გარემოს დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიების წევრი.
მამუკა ახვლედიანი კი გარემოს დაცვის კომისიის ნაცვლად მუშაობას იურიდიულ საკითხთა კომისიაში განაგრძობს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე განათლებისა და კულტურის კომისიების შემადგენლობას ტოვებს ირაკლი ნადირაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიების წევრი ხდება.
დავით ავალიანი იურიდიულ საკითხთა, ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების შემადგენლობიდან გამოდის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე გარემოს დაცვის კომისიების წევრი გახდება.
რაც შეეხება თამაზ შოშიაშვილს, ის ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ნაცვლად სარევიზიო კომისიაში გადაინაცვლებს.
დღესვე დადებითი რეკომენდაცია მიეცა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესების დამტკიცების შესახებ“ და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 აგვისტოს #19-55 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას.
ასევე თანხმობა მიეცა თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ან პრივატიზების ფორმით გადაცემას.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024