თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე სოფია გიგანის, ასევე ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ირაკლი ხელაძის დანიშვნას. აღნიშნული კანდიდატურები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ წარუდგინა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე თანხმობა მიეცა ასევე „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა - პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, ასევე სხვადასხვა უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხებს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა, შპს „ჰერმესის“ დირექტორი მიხეილ ძაგანია, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, ასევე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსობის კანდიდატი სოფია გიგანი და ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ესწრებოდნენ.