თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი წარუდგინა.
თევდორე კობახიძემ კომისიის წევრებს პოლიტკოვსკაიას ქუჩა N18-ის მცხოვრებელთა კოლექტიური განცხადება გააცნო.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ მისამართზე 2002 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პირები ცხოვრობენ და განცხადებლები მათ სარგებლობაში არსებული ფართების, რომელიც ამჟამად შპს - „ საქსპეცტრანსს“ ეკუთვნის, საკუთრების უფლებით გადაცემას მოითხოვენ.
კომისიის სხდომას შპს „ საქსპეცტრანს“ -ის წარმომადგენელი ნუგზარ კალანდაძე ესწრებოდა, რომელმაც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ აღნიშნული ფართების მიწისძვრით დაზარებულთათვის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა.
დღესვე იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა ა(ა)იპ „მომავლის გზის“ განცხადებაც განიხილეს და საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატებისა და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების პოზიცია მოისმინეს.
თევდორე კობახიძემ კომისიის წევრებს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გააცნო, რომელიც საკრებულოს N 20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანას გულისხმობს. ცვლილებების მიხედვით, დედაქალაქსა და რეგიონებში რეგისტრირებულმა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობა უნდა შეძლონ.
დეპუტატებმა აღნიშნული საკითხის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე ასევე შპს „ვაკე ჰილლის“ განცხადება განიხილეს, რომლის შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს შპს-ს წარმომადგენელმა თათია ელიაძემ მიაწოდა. დეპუტატებმა საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მომხსენებელს დამატებითი შეკითხვები დაუსვეს, რაზეც შპს-ს წარმომადგენელმა მათ ამომწურავი პასუხები გასცა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024