02 დეკემბერი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე, კერძოდ, საკრებულოს ყოფილი წევრების - რატი იონათამიშვილისა და ირაკლი აბესაძის ნაცვლად ბესიკ ქარცივაძისა და დავით ავალიანის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე იმსჯელეს.
თევდორე კობახიძის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განხილული ორივე საკითხი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე წარედგინებათ.