თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცამეტი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს. აღნიშნული საკითხის თაობაზე დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ჩივაძემ მიაწოდა.
დღესვე სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრის“ ლიკვიდაციის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს და „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშუტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.
კომისიის წევრებმა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებას თანხმობა მისცეს.
იურიდიულ საკითხთა კომისია მოგვიანებით საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომას შეურთდა, სადაც დეპუტატებმა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს და საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.