თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომას სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს აღნიშნული საკითხები წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართზე მდებარე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლის და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024