თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. სხდომას ამავე კომისიის წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი უძღვებოდა.
საკითხი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის „თბილისის ავტობუსების პროექტთან“ დაკავშირებით გასაფორმებელი თანხის გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში, გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა ლევან მიქავას საკითხის ირგვლივ დამატებითი კითხვები დაუსვეს, რის შემდეგაც საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.