თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ გახსნა, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გლდანის რაიონის გამგებლად დიმიტრი ორმოცაძის და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად კახაბერ გვანცელაძის კანდიდატურები წარადგინა.
დღესვე კომისიის წევრებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალაქის მერის წარმომადგენლად გოგიტა მამფორიას კანდიდატურა განიხილეს, რომელიც საკრებულოს წარმომადგენლებს თევდორე კობახიძემ გააცნო.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას მერიის სოციალური მომსახურების და ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს იუდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ყველა საკითხი კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს და შემდგომი განხილვის მიზნით საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მათ გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024