თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს.
სხდომას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა,
რომელმაც კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ ოფიციალური სახელწოდების თბილისის საკრებულოს ფრაქციად „რესპუბლიკელები“ ცვლილების თაობაზე ინფორმაცია გააცნო.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინეს.
სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანას და მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას ეხებოდა.
ასევე იმსჯელეს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორია ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებისა და დედაქალაქში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთების, პირდაპირი განკარგვის და გაცვლითი ფორმით პრივატიზებაზე და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემაზე.
გარდა ამისა, საკრებულოს იუდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კახაბერ გვანცელაძემ და ნიკოლოზ ტოგონიძემ სამი საკითხი წარმოადგინეს.
იურიდიულ საკითხთა სხდომაზე განხილულ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024