თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების უფროსებს და წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები კომისიის წევრებს დეტალურად გააცნეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ ორი საკითხი წარმოადგინა, რომლებიც 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანას და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებას ეხებოდა.
მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ნოდარ ჭიჭინაძემ კომისიის წევრებს დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ოპერატორის შერჩევის და ნარჩენების განკარგვის წესი გააცნო, ხოლო მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მაკა ნასრაშვილმა „მუზეუმების გაერთიანების“ შექმნის საკითხზე ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი საკითხები თბილისის სხვადასხვა მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, იჯარით გაცემას, პირდაპირი განკარგვისა და გაცვლითი ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის გაცემას ეხებოდა.
საკრებულოს იურიდიული კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024