თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს და საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს და „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს მოუსმინეს.
დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკითხებს თბილისის N 54-ე საჯარო სკოლისთვის სოფიკო ჭიაურელის, ხოლო თბილისის N 16-ე საჯარო სკოლისთვის კი დავით სარაჯიშვილის სახელების მინიჭების შესახებ.
კომისიის წევრებმა ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეს თამარ მათიაშვილს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენიული საკითხები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლითი ფორმით პრივატიზებაზე თაობაზე დადებითად შეაფასეს.
სხდომას კომისიის წევრების გარდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე თბილისის 54-ე და 16-ე საჯარო სკოლების დირექტორები ქეთევან ჩოქური და ქეთევან რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.