თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ გახსნა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ათ საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, თბილისის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების საკითხი განიხილეს.
გარდა ამისა, სხდომაზე ასევე იმსჯელეს „გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტი“ დაფუძნებისა და „დანგრეული სახლების მცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცებაზე. საკითხები კომისიის წევრებს მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა და ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბირბირაძემ წარუდგინეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი ოთხი საკითხი ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის და თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესების დამტკიცებას, ასევე შპს ,,თბილისის პარკების“, შპს ,,უძრავი ქონება -თბილისის’’ და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის’’ რეორგანიზაციას და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით იჯარით გადაცემას ეხებოდა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, მათ შორის რამდენიმე პროექტს, რომლებიც კომისიის წევრებს თავად პროექტის ავტორებმა წარუდგინეს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024