თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დეპუტატებს დღით წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნას.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილების განხორციელებას, საშტატო ნუსხისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
თანხმობა მიეცა საკითხებს თბილისის მერიის მ.კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრისა და ა(ა)იპ „მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის“ ლიკვიდაციის, ასევე სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024