თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.
კომისიის სხდომას მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე და მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი იოსებ ვარდიაშვილი ესწრებოდნენ.
კარლო ლაფერაძემ კომისიის წევრებს 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებები გააცნო და გარდა ამისა კიდევ ხუთი საკითხი წარუდგინა, რომლებიც თბილისის მუნიციპალუტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის გაცემას ეხებოდა.
კომისიის სხდომაზე, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა იოსებ ვარდიაშვილმა „თბილისის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის“ დაფუძნებაზე ისაუბრა და ცენტრთან დაკავშირებით კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულმა საკითხებმა საკრებულო სხდომაზე წარსადგენად კომისიის დადებითი რეკომენდაცია მიიღო.