თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.
სხდომას, რომელსაც ორივე კომისიის თავმჯომარე თედო კობახიძე და თამარ ტალიაშვილი უძღვებოდნენ, კომისიის წევრები, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიების წევრებმა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობასთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დაფუძნების პროექტი განიხილეს და მას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ამის შემდეგ, სხდომა იურიდიულ საკითხთა კომისიამ გააგრძელა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელთა შესახებ განმარტებები მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. დადებითი შეფასება მისცეს „თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს, რომელიც ფონდ „ქართუსგან“ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის სახით 10 მილიონი ლარის გადაცემას ეხება.
გარდა ამისა, იმსჯელეს სხვა და სხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიისიის სხდომაზე წარმოდგენილი ყველა საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.