თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. იურიდიულ საკითხთა და განათლებისა და კულტურის კომისიების წევრებმა განიხილეს პროექტი , თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ. აღნიშნულ პროექტს დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს რის შემდეგაც სხდომა იურიდიულ საკითხთა კომისიის საკითხებით გაგრძელდა.
დეპუტატებმა იმსჯელეს საკრებულოს განკარგულების პროექტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამავე სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის დავით ჭედიას თანამდებობიდან გათავისუფლების და ამავე სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად კარლო ლაფერაძის დანიშვნის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს საკრებულოში შემოსულ განცხადებებზე, რომლებიც შემეცნებით-გასართობი არაკომერციული პროექტის „საქართველოს ისტორია - 3 D“–სა და პოეტ დალი ნიკოლაიშვილის ლექსების კრებულის გამოცემის დაფინანსებას ეხებოდა.
დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
გაერთიანებულ სხდომას დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.