თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსთან, ნინო კვეტენაძესთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა, 13 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ზარალის ანაზღაურების წესში ცვლილებების შეტანაზე. დადგენილების პროექტის მიხედვით, დაზარალებულთა მიმართ კომპენსაცია სულადობის გათვალისწინებით გაიცემა.
დღესვე, დადებითი რეკომენდაცია გაიცა პროექტის შესახებ, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ინტერესების დაცვას გულისხმობს; სხდომაზე ასევე განიხილეს იჯარის საკითხები ბიზნეს სექტორში, რომელიც ღია კაფეებისა და ერთ-ერთი ბანკისთვის ბანკომატების განსათავსებლად ადგილის იჯარით გაცემას ითვალისწინებს.