თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი წარუდგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გალაქტიონ ბუაძის კანდიდატურა წარადგინა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების დადგენილების პროექტი გააცნო კომისიის წევრებს. მისი განცხადებით, ქალაქს 7 ახალი მარშრუტი და 25 ავტობუსი დაემატა. მან დამატებული მარშრუტების მიმართულებებზე და სხვა რამდენიმე მარშრუტში ცვლილებებზე საკრებულოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა და მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინეს.
კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, რომელზეც სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ ისაუბრა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე რამდენიმე პროექტი წარადგინა.
კომისიის სხდომაზე მოისმინეს ასევე იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის სერგო ბირკაძის 2018 წლის პირველი კვარტლის ანგარიში.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი გააცნო დეპუტატებს.
კომისიის წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.