თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2019 წლის იანვარი-ივნისის (I-II კვარტალი) საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უძღვებოდა, კომისიის წევრებს ანგარიში მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარუდგინა.
სერგო ბირკაძემ სამსახურის მიერ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა მიმოიხილა და საკრებულოს წევრებს, საქალაქო სამსახურის ხუთივე ძირითად მიმართულებაზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.
მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა, სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ეფექტური საჯარო მმართველობის მხარდაჭერის განყოფილებების მიერ ჩატარებულ სამუშაოზე ვრცლად ისაუბრა. მანვე, კომისიის წევრებს, თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების საქმიანობის შედეგების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და სასამართლოსთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციული დავების განხილვისა და სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილებების საქმიანობის ექვსი თვის შედეგებზე ისაუბრა.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კომისიის სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სხდომის ბოლოს, კომისიის თავმჯდომარემ, მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს, ანგარიშთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები და წინადადებები გააცნო.