თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიული კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.
სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - თევდორე კობახიძე უძღვებოდა, კომისიის წევრების გარდა, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ავთო ხარატი ესწრებოდნენ. კარლო ლაფერაძემ იურიდიული კომისიის წევრებს რამდენიმე საკითხი წარუდგინა, რომლებიც თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტისა და იჯარის ფორმით გადაცემას ეხებოდა.
დეპუტატებმა კარლო ლაფერაძეს, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაუსვეს, რომლებზეც ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დეტალური განმარტება გააკეთა.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ, რიგ წარმოდგენილ საკითხებზე ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები გასცა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოდგენილ საკითხებს ხარვეზი არ გააჩნია და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024