თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანმა, მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა და საკრებულოს წევრებმა დედაქალაქში სამშენებლო ობიექტებზე არსებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისის ხელმძღვანელს, უფროს ტექნიკურ მრჩეველს, ქინენ ბანასს გააცნეს. საკრებულოს წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გორგასლის #53-ში მშენებარე ობიექტზე იმყოფებოდნენ.
კინენ ბანასს თბილისის მთავრობის წარმომადგენლებმა გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ არსებულ გამოწვევებსა და მუნიციპალური ინსპექციის მუშაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
"შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შრომის უსაფრთხოების კონტროლის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა. მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს ქალაქში მშენებლობის უსაფრთხოების კონტროლს. ეს არის მუნიციპალიტეტის ექსკლუზივი და ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა, რას ფიქრობენ და რა სახის რეკომენდაციები აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის თქმით, მშენებარე ობიექტების კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. დღეს, როდესაც შევდივართ ობიექტზე, პირველ რიგში ვამოწმებთ, რამდენად დაცულია შრომის უსაფრთხოების ნორმები. თუ ეს სტანდარტები დარღვეულია, ვაჩერებთ მშენებლობას. ძალიან გაგვიმარტივდა მუშაობა მას შემდეგ, რაც 2018 წლის მარტიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა“, აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების კუთხით დედაქალაქში არსებული პროგრესი შესამჩნევია.
„მიხარია, რომ ვხედავ პროგრეს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო ობიექტი, სადაც დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები. მე საშუალება მქონდა გავსაუბრებოდი, როგორც აქ დასაქმებულ ადამიანებს, ისე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობას და მათგან მომესმინა დეტალური ინფორმაცია, როგორ მუშაობს ის ცვლილებები, რომელიც მთავრობამ განახორციელა. მე კმაყოფილი ვარ, რომ ვხედავ, რას აკეთებს დედაქალაქის მთავრობა და კერძო სექტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს შრომის საერთაშორისო სტანდარტები",- განაცხადა ქინენ ბანასმა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024