თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ჭიღლაძემ დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე ანდრია ბასილაიას კანდიდატურა წარადგინა და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. კომისიის წევრებმა ბასილაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს და ურბანული განვითარების სამსახური რეორგანიზაციის საკითხები განიხილეს.
დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, სამშენებლო კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 131 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე რამდენიმე საკითხი წარადგინეს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების წესში ცვლილებებს შეეხებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, რომლებიც სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარადგინა.