30 მარტი 2018
თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის და განათლებისა და კულტურის კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დეპუტატებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო.
სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ ორი საკითხი წარმოადგინა. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დადგენილების პროექტში ცვლილების შესახებ, რომელიც „სითი პარკის“ სატრანსპორტო კომპანიით ჩანაცვლებას ეხება.
ასევე, თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „თბილისის ავტობუსების პროექტთან“ დაკავშირებით 280 ათასი ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულების საკითხი, რომელიც „კორპორატიული განვითარების და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობას პროგრამას“ მოხმარდება.
იურიდიულმა კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა ფონიჭალაში, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და თბილისში, ვერის ბაღში მდებარე რაგბის სტადიონისთვის საიჯარო ქირაზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხს. ასევე გამგეობების უფლებამოსილებებში ერთ-ერთი უფლებამოსილების დამატების საკითხს, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის დამონტაჟებას ეხება.
თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სამშენებლო წესების დარღვევისთვის წესების გამკაცრების შესახებ პროექტი წარმოადგინა.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ლიკვიდაციის შესახებ განკარგულებას. საკითხი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა წარმოადგინა.
ორი კომისიის სხდომაზე ყველა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.