თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდილ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა , რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის მოცულობა 1 მილიონ 465,2 ათასი ლარით იზრდება.
პროექტი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა და განმარტა , რომ აღნიშნული თანხიდან 500 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და ის 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება. მისივე თქმით, ცვლილების პროექტში ასევე ასახულია „100 მედეგი ქალაქის პროექტის“ ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მისაღები გრანტი, რომელიც 31,2 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის წევრების უმრავლესობამ ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს რის შემდეგაც მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მიერ წარმოდგენილი წერილები განიხილეს. კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს ის საკითხები წარუდგინა, რომლებიც თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესითა და გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და მათი საბოლოო განხილვა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024