26 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები ნინო ვარდოსანიძე და ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვახტანგ ლომჯარიას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
ორი კომისიის წევრებმა განიხილეს ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, მისამართზე- ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №16-ში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხი, რომელიც სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა წარადგინა.
ნინო ბაგაშვილმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებს რამდენიმე საკითხი გააცნო. მათ შორის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება და „საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A" კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით შენობის ავარიულობის ხარისხი მე-5 ან მე-4 უნდა იყოს, ამასთან კონკრეტულ მისამართზე მცხოვრებთა 100%-ის თანხმობაა საჭირო გამოსყიდვისთვის. მისივე თქმით, პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
სერგო ბირკაძემ წარადგინა ასევე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მცხოვრებთა კომპენსაციის" ქვეპროგრამა და თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" ლიკვიდაციის დაწყების შესახებ პროექტი.
მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თაკალვაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების და თბილისის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც რამდენიმე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსთან შალვა ლომსაძესთან ერთად თბილისის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება, ფრაქციებისთვის 2026 წელს შრომითი ხელშეკრულებით ასაყვან პირთა წლიური სახელფასო ლიმიტის დაწესების საკითხი და საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილებები წარადგინა.
ნინო ვარდოსანიძემ კომისიის წევრებს გააცნო ასევე რამდენიმე მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხი.