თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი მოქალაქეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
საკრებულოში გამართულ მიღებაზე, მოქალაქეებმა კომისიის თავმჯდომარესთან სამართლებრივ აქტებში ცვლილებების განხორციელების შესახებ, ქონების დაკანონებასა და სამეზობლო დავებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ლევან ჟორჟოლიანმა მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაცია ადგილზე გაუწია და, კომპეტენციის ფარგლებში, მათ დახმარებას დაპირდა.
მოქალაქეთა მიღება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანს უფლებათა დაცვის კომისიაში მომავალშიც გაგრძელდება.