თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი სსიპ საქ. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტი" წარმომადგენლებსა და დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდა.
სტუმრებმა დეპუტატს საქპატენტის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე ყურადღება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებითაც გაამახვილეს. კერძოდ კი, საავტორო უფლებების დაცვის, დიზაინისა და სასაქონლო ნიშნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღესვე საქპატენტს, თბილისის მერიასა და საკრებულოს შორის მომავალი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს და მერიასა და საკრებულოს სხვადასხვა სასწავლო კურსები და ტრენინგები შესთავაზეს.
აღნიშნულ კურსებს კი საქპატენტის სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიასთან ერთად ახორციელებს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპეტივები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გზები დასახეს.