თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა შ.პ.ს. ,,ლანცეტის’’ წარმომადგენლებს მოუსმინეს.
დედაქალაქის საკრებულოს აღნიშნული საავადმყოფოს დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ განცხადებით მიმართა, რომელშიც ნათქვანია, რომ მას 2010 წლის 11 იანვარს გაფორმებილი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საპრივატიზაციო პირობებით საკუთრებაში დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12-ე კმ.ზე მდებარე 7000კვ.მ და ასევე აქვე მდებარე 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.
2012 წლის 7 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილების თანახმად, შ.პ.ს. ,,ლანცეტს’’2013 წლის 23 ნოემბრამდე პრივატიზებულ ქონებაზე უნდა განეხორცილებინა 16 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, მრავალპროფილიანი სამედიცინო ამბულატორიული ცენტრის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და მისი თანამედროვე აპარატურით აღჭურვა.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შ.პ.ს. ,,ლანცეტის’’ დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ მიმართა და საინვესტიციო ვალდებულების 2014 წლის 26 მაისამდე გადაწევა ითხოვა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილი ინვესტიციის ზრდამ პროექტის გახანგრძლივება გამოიწვია.
აღნიშნული თხოვნის საპასუხოდ ქონების მართვის სააგენტომ შ.პ.ს. ,,ლანცეტის’’ დირექტორს აცნობა, რომ ვალდებულების შესრულების თარიღად 2014 წლის მაისი სახელდებოდა.
წარმოდგენილ განცხადებას თან ახლავს თბილისის მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილება და საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც საინვესტიციო ვალდებულების 2014 წლის 26 მაისამდე გადავადებასა და 17 000 000 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.
მიუხედავად ამისა, 2014 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოსგან შ.პ.ს ,,ლანცეტს’’ეცნობა, რომ საინვესტიციო ვალდებულების დარღვევის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად, 2014 წლის 26 მაისის მდგომარეობით დაერიცხა პირგასამტეხლო-1 950 621 აშშ დოლარის ოდენობით.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 26 მაისის მდგომარეობით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ადასტურებს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ლანცეტის’’ დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ თბილისის საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული საკითხი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიისა და შემდგომ ბიუროს სხდომაზე იქნას განხილული და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მისი შესწავლა საკრებულოს სხდომაზე მოხდეს.
კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ საკითხის შესწავლის მიზნით იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა 5 თებერვალს ჩანიშნა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024