თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს.
სხდომა საკრებულოს წევრობის კანდიდატების- გულია გოცირიძის, ქეთევან მამულაშვილისა და ირაკლი ქადაგიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ განიხილვით დაიწყო.
საკითხი კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ მაჟორიტარული სისტემით არჩეულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს: ნინო გოგუაძეს, ირაკლი
აბუსერიძეს და ბექა ნაცვლიშვილს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მომართვის თანახმად, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად N04.07 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - N41 ქეთევან მამულაშვილი, N05.10 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - N41 ზურაბ ქადაგიძე, ხოლოN10.23 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია - N41 გულია გოცირიძე.
შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N2-1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილეს დავით ტალახაძეს მოუსმინეს და საკითხს “მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის, თბილისის მერიასა და „თბილისის განვითარების ფონდს“ შორის გასაფორმებელი „ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დეპუტატებმა ასევე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანასა და M2 კატეგორი-ის მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილისგან მერაბ მამულაშვილისგან მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს, რომლის თაობაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ თამარ მათიაშვილმა მიაწოდა, საკრებულოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვისფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ წარმოადგინა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას საკრებულოს წევრობის კანდიდატები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024