დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსამა საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა წარუდგინა.
ლევან თევზაიას განცხადებით, ბიუჯეტში ცვლილებამ 28 მლნ. 636. 8 ათასი ლარი შეადგინა, აქედან 18 მლნ. 042, 5 ათასი ლარი შემოსავლების ზრდას, ხოლო 10 მლნ. 594.3 ათასი ლარი მოძიებულ რესურსს წარმოადგენს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს სოციალურ და ჯანდაცვის, საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, თბილისის განვითარების ფონდის, ასევე ბინათმესაკუთრეთა და ამხანაგობების მიმართულებით განსახორციელებელ მნიშვნელოვან ცვლილებებს.
როგორც ლევან თევზაიამ აღნიშნა, 2016 წლის ბიუჯეტი დღეის მდგომარეობით 847 მლნ. 926 000 ლარს შეადგენს.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე, დეპუტატებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, მათთვის უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში ცვლილების განხორციელების და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024