თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დატკიცების შესახებ საკითხი განიხილეს, რომელის თაობაზე ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით, იჯარით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
აღნიშნული საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ მიაწოდა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ყველა წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.