25 ნოემბერი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა, დეპუტატებმა საკრებულოს წევრების რატი იონათამიშვილისა და ირაკლი აბესაძის პირადი განცხადებების საფუძველზე მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილედ მარინა დათუკიშვილის არჩევის საკითხებს დაუჭირეს მხარი.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშუტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „მთაწმინდის პარკის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის საკითხებს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას საკრებულოს წევრების გარდა, თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.