თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის, ასევე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) დირექტორი გიორგი კერესელიძე და საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ესწრებოდნენ.
კომისიის სხდომაზე ქართველ ხელოვანთათვის ვარსკვლავის მინიჭებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციის საკითხი განიხილეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, ხელოვანთათვის ვარსკვლავის გახსნის საკითხის დამარეგულირებელი არანაირი წესი არ არსებობს, რაც ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საკუთარი ვარსკვლავის გახსნის შესაძლებლობას აძლევს.
შესაბამისად, თევდორე კობახიძის განცხადებით, პროცესის დარეგულირებისა და საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, სამართლებრივი რეგულაციების შექმნაა საჭირო.
კომისიის თავმჯდომარის ამ პოზიციას სხდომაზე დამსწრე ყველა პირი დაეთანხმა და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დარეგულირების მიზნით სპეციალური წესის შემუშავების პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად მონაწილეობას მერიის შესაბამისი სამსახურებიც მიიღებენ.
თევდორე კობახიძის თქმით, დაახლოებით, ერთ თვეში მომზადდება სამუშაო დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებაში სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024