თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს საკითხი ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარმოუდგინა და აღნიშნა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება, დაახლოებით, 7 მლნ ლარის ფარგლებში განხორციელდება.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკითხებს
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის #16-32 დადგენილებებეში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომაზე დადებითად შეფასდა საკითხები ხიზანიშვილის ქ. N47 და N49-ს შორის მდებარე 101 კვ.მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემისა და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობის, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით, უძრავი ქონების პირდაპირი წესით თამაზ და მედეა ელიზბარაშვილებისთვის პრივატიზების გზით გადაცემის თაობაზეც.
კომისიის წევრებმა დღესვე მხარი დაუჭირეს 2012 წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და სს „Hualing International Special Economic Zone“, “Ruilong Industrial Investment”, სს “ფანდ ინვესთმენთი“-ს შორის გაფორმებული მიწის ნასყიდობისა და ინვესტირების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე (ბინებზე) რეგისტრირებული ვალდებულებისაგან მყიდველის გათავისუფლებასაც.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.