დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისიწინებული 6 საკითხი განიხილეს,აღნიშნული საკითხები მოიცავდა თბილისის მუნიციპალიტეტის სიპ-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სიპ- ტექნოლოგიური განვითარების ფონდის,ასევე თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოებების წესის დამტკიცებას.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების საკითხი განიხილეს. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე წარმოდგენილ ექვსივე პროექტს დადებითი რეკომენდაცია მიეცა, აღნიშნული საკითები უახლოეს ბიუროს სხდომაზე იქნება გატანილი.