თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დეპუტატებს განსხილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი წარუდგინა.
სხდომაზე კომისიის წევრების გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზურაბ ნეფარიძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილეს.
ასეევ, იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის #16-38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს.
იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომაზე განხილულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცა და მათ თაობაზე საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე იმსჯელებენ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს
ნოემბერი 19,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024