თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 13 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ დამსწრეებს ყველა საკითხი დეტალურად გააცნო.
დეპუტატებმა, „თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისა“ და „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლებისა და კატების) მოვლა–პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების“ შესახებ საკრებულოს დადგენილებების პროექტებზე იმსჯელეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულება დაამტკიცეს, რის შემდეგაც დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო – საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ, ვიცე–მერის დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნას.
თედო კობახიძემ კოლეგებს დეტალურად გააცნო ცვლილებები, რომელიც ბინათმესაკურეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და აღრიცხვის წესის დამტკიცებას გულისხმობს.
კომისიის წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და ამხანაგობა „კრწანისი 21–ს“ შორის 2010 წლის 15 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისაგან გათავისუფლებას და სხვა მიმდინარე საკითხებს, რომლებიც „თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას“, N182–3 ბაგა–ბაღს, თბილისის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას, პრივატიზაციის გეგმასა და სხვა საკითხებს ეხებოდა.
დეტალური მსჯელობის შემდეგ კომისის წევრებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.